„ბიბისი“ - 100-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია ღაზაში „მასობრივი შიმშილის“ გავრცელების შესახებ საუბრობს
„ბიბისი“ - 100-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია ღაზაში „მასობრივი შიმშილის“ გავრცელების შესახებ საუბრობს

100-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაცია ღაზაში „მასობრივი შიმშილის“ გავრცელების შესახებ საუბრობს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ორგანიზაციები ისრაელს „ალყის“ მოწყობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზაში მოსახლეობისთვის საკვების დარიგების საშუალებას არ აძლევს.

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით ათზე მეტი პალესტინელი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოებში შეიყვანეს ადამიანები, რომლებიც ჭამის უუნარობის გამო მძიმე დაღლილობას განიცდიან.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 950 სატვირთო მანქანა ელოდება განაწილებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წელს თითქმის 30 000 ბავშვზი იკვებება არასრულფასოვნად.