„ბიბისი“​ - კორონავირუსის საწინააღმდეგო „ნოვავაქსის“ ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა
„ბიბისი“​ - კორონავირუსის საწინააღმდეგო „ნოვავაქსის“ ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

კორონავირუსის საწინააღმდეგო„ნოვავაქსის“ ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბურ ცდებში 89,3-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა, – შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიასაშუალება ასევე აღნიშნავს, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინამ აჩვენა ეფექტიანობა ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.

„ნოვავაქსის“ ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ახალი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კარგი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას წინასწარ აქვს შეკვეთილი „ნოვავაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს – MHRA-ს მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებს.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთს დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და ბიონტექის“, ასევე „მოდერნასი“.