ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირი მომავალი სეზონის მსოფლიო თასის პროგრამაში ცვლილებებს გეგმავს
ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირი მომავალი სეზონის მსოფლიო თასის პროგრამაში ცვლილებებს გეგმავს

ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის (IBU) გენერალურმა მდივანმა ნიკლას კარლსონმა განაცხადა, რომ მსოფლიო თასის 2020/2021 წლების სეზონის პროგრამაში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს, რაც მსოფლიოში გამოცხადებულ პანდემიაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ არ შეგიძლია იგნორირება გავუკეთოთ მიმდინარე მოვლენებს. კორონავირუსმა ბიატლონის ოჯახზეც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ გაურკვევლობის მიუხედავად, ჩვენ მომავალს იმედიანად ვუყურებთ“, – განუცხადა ორგანიზაციის გვერდს კარლსონმა. – „ჩვენ მომავალი სეზონისთვის შესვენებების გარეშე ვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა უსაფრთხო გარემოში იასპარეზონ. შესაძლოა, გეგმების შეცვლაც მოგვიხდეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენთვის ბიატლონისტების, ოფიციალური პირებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოები უპირველესი საზრუნავია“, – დაასრულა საერთაშორისო ბიატლონისტთა კავშირის გენერალურმა მდივანმა.