ბიატლონი - რუპოლდინგში მას-სტარტი კაცებს შორის 15კმ-ზე იოჰანეს ბომ მოიგო
გერმანულ ქალაქ რუპოლდინგში მიმდინარე მსოფლიო თასის მეხუთე ეტაპის დასკვნით დღეს, რბოლა მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო.
მეორე ადგილზე ავსტრიელი ებერჰარდი გავიდა, მესამე კი ფრანგი ფილონ მაიე იყო.
შეგახსენებთ, რომ დღესვე გაიმართება მას-სტარტი ქალებში 12.5კმ-ზე და ამ რბოლით რუპოლდინგის ეტაპი დასრულდება.