იტალიურ ქალაქ ანტჰოლცში მიმდინარე მსოფლიო თასზე, რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5კმ-ზე გაიმართა. ასპარეზობა ნორვეგიელი ბიატლონისტის, იოჰანეს ბოს დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
მეორე და მესამე ადგილებზე ფრანგები გავიდნენ, გიგონა და ფელონ მაიე.
ხვალ, 27 იანვარს, ანტჰოლცში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპის დასკვნით დღეს, ორი რბოლა გაიმართება: მას-სტარტი კაცებში 15 კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12.5 კმ.ზე.