კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბეთანიაში, თამარ მეფის ქ. N 1-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ბეთანიას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.