ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა
ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა

ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი და თბილისის მერიის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც ვაკის რაიონის გამგებელმა განაცხადა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.