ბესო ორთოიძე - მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად
ბესო ორთოიძე - მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად

მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება, რაც დაფიქსირებული გვაქვს 2000-ზე მეტ კომპანიასთან ერთად, მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრს და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს, – ამის შესახებ კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიას, დაფიქსირებული გვაქვს, რომ ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალიაცია. ამისთვის მოთხოვნილი გავქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მივიღებთ მათგანაც პასუხს“,- განაცხადა ბიზნესმენმა ბესო ორთოიძემ.