ბესლეთის თამარის ხიდის გამოსახულებიანი მარკა საქართველომ ევროპის საუკეთესო საფოსტო მარკების კონკურსზე წარადგინა
ბესლეთის თამარის ხიდის გამოსახულებიანი მარკა საქართველომ ევროპის საუკეთესო საფოსტო მარკების კონკურსზე წარადგინა

საქართველომ საფოსტო ოპერატორების ევროპული ასოციაციის PostEurop-ის კონკურსზე ბესლეთის თამარის ხიდის გამოსახულებიანი მარკა წარადგინა.

2018 წლის კონკურსის თემაა „ხიდები“. კონკურსზე სულ 70-მდე საფოსტო მარკაა წარდგენილი. ყველა მათგანი PostEurop-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ხმის მიცემა 2018 წლის 9 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

PostEurop 49 ქვეყნის საფოსტო კომპანიას აერთიანებს.

ბესლეთის ან თამარის ხიდი სოხუმთან მდინარე ბესლეთზე მდებარეობს. ეს არის მე-12 საუკუნეში აგებული 8 მეტრის სიგრძის ერთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომელზეც ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ასოები.

ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.