ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილებისთვის დაფინანსებული სათბურები მოინახულა
ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილებისთვის დაფინანსებული სათბურები მოინახულა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში რიყესა და შამგონაში დევნილებისთვის დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გრანტი 15 დევნილს გადაეცა.

„დაფინანსების საშუალებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სათბურები მოაწყვეს, რაც მათთვის დღეს უკვე შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ.

პროგრამა სააგენტოსა და USAID-ის კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება“,- აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ინფორმაციაში.