ბესარიონ ხარძიანი - ხალხი მაშინ გარეთ ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ ციხიდან, კონკრეტულად „თიბისი ბანკიდან“ 120 000 დოლარი აეღო
ხალხი მაშინ გარედან ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ ციხიდან, კონკრეტულად „თიბისი ბანკიდან“ აეღო 120 000 დოლარი, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბესარიონ ხარძიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, „იმდროინდელ გლდანის ციხეში ბესო ხარძიანი ან მისნაირი პატიმარი თუ იქნებოდა, თავისუფლად აიღებდა ნებისმიერ თანხას“.
„120 ათასი დოლარი ვახსენე ციხის ეპიზოდზე, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს. მაშინ ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა კრედიტის აღებას და ბესო ხარძიანმა მოახერხა, რომ კონკრეტულად „თიბისი“ ბანკიდან აეღო 120 ათასი დოლარი. რა ვიცი, ახლა რომ მივიდეთ, შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ, კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გლდანის ციხეში თუ იყავი ბესო ხარძიანი ან მისნაირი პატიმარი, ნებისმიერ თანხას თავისუფლად აიღებდი“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.