ბერნი სანდერსმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ჯო ბაიდენს გამოუცხადა მხარდაჭერა
ვერმონტის შტატის სენატორმა, ბერნი სანდერსმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოუცხადა მხარდაჭერა. ამის შესახებ მან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომლის ტრანსლირებაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სანდერსის გვერდზე ხდებოდა.
„თქვენ გვჭირდებით თეთრ სახლში. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა სანდერსმა.
მან მოსახლეობას გაერთიანებისკენ და ბაიდენის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა დავამარცხოთ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშიში პრეზიდენტი“, – დაწერა სანდერსმა „ტვიტერში“.
ბერნი სანდერსმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ 8 აპრილს განაცხადა.