ბერნი სანდერსი – ტრამპი კიცხავს დემოკრატიული ქვეყნის ლიდერ ზელენსკის და თავად დიქტატორ პუტინის მხარეს დგება, ბოდიში, პრეზიდენტო, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და არა ავტორიტარიზმის
ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს და თავად დიქტატორ პუტინის მხარეს დგება, – ამის შესახებ სენატორმა ბერნი სანდერსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ბერნი სანდერსი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.
„ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, რომელიც გაბედულად ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს და თავად პუტინის მხარეს დგება, დიქტატორის, რომელმაც 80 წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ევროპული ომი დაიწყო. ბოდიში, პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ დემოკრატიის გვჯერა და არა ავტორიტარიზმის“, – წერს ბერნი სანდერსი.