ბერლინში ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა, 20 ადამიანი დაშავდა

17:45, 02.06.2026
Eine Straßenbahn in Neu Hohenschönhausen ist entgleist. Bei dem Unfall gab es viele Verletzte. (zu dpa: «Straßenbahn in Berlin entgleist – 20 Verletzte»)

Eine Straßenbahn in Neu Hohenschönhausen ist entgleist. Bei dem Unfall gab es viele Verletzte. (zu dpa: «Straßenbahn in Berlin entgleist – 20 Verletzte»)

ბერლინის აღმოსავლეთით ტრამვაი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიხტენბერგის რაიონში ტრამვაი ერთ-ერთ მოსახვევში ელექტროგადამცემი ხაზის ანძას შეეჯახა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, შეჯახების შედეგად ტრამვაის მარჯვენა მხარე დაზიანდა, ბოლო ვაგონი კი ლიანდაგიდან გადავიდა.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი – მძიმედ.

მსგავსი