ბერლინში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ბერლინში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

გერმანიის დედაქალაქში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ბერლინში დღეს დილით კროიცბერგის რაიონში მოხდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მისი განცხადებით, ინციდენტში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძუება. თვითმხილველთა თქმით, ადგილზე პოლიციის ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ინციდენტი გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფისთან ახლოს მოხდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შემთხვევის პოლიტიკური მოტივი არ გამოვლენილა.

მანამდე კი, ბერლინის სახანძრო სამსახურის განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.