ბერლინში საშობაო ბაზრობასთან 200-მდე ვაზნა აღმოაჩინეს
ბერლინში საშობაო ბაზრობასთან 200-მდე ვაზნა აღმოაჩინეს

ბერლინში საშობაო ბაზრობასთან ვაზნები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. მამაკაცმა პოლიციას შეატყობინა, რომ შარლოტენბურგის სასახლესთან, საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოფარეხში ვაზნები აღმოაჩინა. ორ პოლიეთელინის პარკში 7,65 კალიბრის 200-მდე ვაზნა იყო მოთავსებული.

აღმოჩენის გამო განგაში გამოცხადდა. სამართალდამცველებმა საშობაო ბაზრობა და შარლოტენბურგის სასახლე შეამოწმეს.

მოგვიანებით, ბერლინის პოლიციაში განაცხადეს, რომ აღმოჩენილ ვაზნებს ტერორისტულ საფრთხეს არ უკავშირებენ.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ავტოფარეხთან ადრე ბაიკერების კლუბი მდებარეობდა.