ბერლინში საპროტესტო აქციაზე 45 პოლიციელი დაშავდა. მათ შორის სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გერმანიის დედაქალაქში აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა. „გარდიანის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს არ ეკეთა პირბადე და ისინი სოციალური დისტანცირების წესებსაც არღვევდნენ.
საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიმშვიდის დარღვევის ბრალდებით 133 ადამიანი დააკავეს.
გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ით სულ 211 220 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 9 154 გარდაიცვალა.