ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ლიბიის კრიზისზე მსჯელობენ
ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ლიბიის კრიზისზე მსჯელობენ

ბერლინში მსოფლიო ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, ლიბიის კრიზისის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო.

გერმანიის დედაქალაქში იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რუსეთის, თურქეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტები. ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში.

კონფერენციას 800-მდე ჟურნალისტი აშუქებს. ბერლინში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს. ბერლინში იმყოფებიან თავად კონფლიქტში მონაწილე ლიბიის დაპირისპირებული მხარეებიც, თუმცა ამ ეტაპზე კონფერენციას არ ესწრებიან.