ბერლინში პროპალესტინელი აქტივისტები ტელეკომპანია ZDF-ის სტუდიაში შეიჭრნენ
ბერლინში პროპალესტინელი აქტივისტები ტელეკომპანია ZDF-ის სტუდიაში შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, შენობაში დაახლოებით 15 ადამიანი შეიჭრა.
ZDF-ის წარმომადგენლებმა აქტივისტებს საუბარი შესთავაზეს, თუმცა მათ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თქვეს.
აქტივისტები არიგებდნენ ბროშურებს სლოგანით: „ღაზა – ეს შენი ბრალიცაა“. ხოლო ბროშურის მეორე მხარეს ეწერა: „ჩვენი გადასახადები თქვენს ხელფასებს იხდის, მაგრამ ისინი არა ხალხს, არამედ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება“.