ბერლინში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 25-ზე მეტი კი დაშავდა
ბერლინში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 25-ზე მეტი კი დაშავდა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დაწესებულებაში მყოფი პირები უკვე ევაკუირებული არიან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მათივე ცნობით, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი პალატაში გაჩნდა, თუმცა გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.