ბერლინში მამაკაცი მანქანით კაფეში შევარდა, დაშავდა ხუთი ადამიანი 
ბერლინში მამაკაცი მანქანით კაფეში შევარდა, დაშავდა ხუთი ადამიანი 

ბერლინში მამაკაცი მანქანით კაფეში შევარდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის თავად მძღოლი, თუმცა საფრთხე არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს არ ემუქრება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის პოლიცია ინციდენტს ტერორიზმს არ უკავშირებს.

სამართალდამცველების განცხადებით, მძღოლს სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.

მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი წლის წინ, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა შევარდა და 11 ადამიანი იმსხვერპლა, გერმანიაში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს.