ბერლინში ლუთერანულმა ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო
ბერლინში ლუთერანულმა ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო

ბერლინში ლუთერანულმა ეკლესიამ სამლოცველო დაუთმო მუსლიმ მორწმუნეებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო მეჩეთებში ვერ ლოცულობენ.

გერმანიაში რელიგიური წირვები 4 მაისიდან განახლდა, თუმცა სამლოცველოებში მოსახლეობას 1.5 მეტრის დისტანციის დაცვა ევალება. შედეგად დარ ასალამის მეჩეთმა, რომელიც ნოიკელნის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ მორწმუნეების ნაწილის მიღება შეძლო. დახმარების მიზნით, მართა ლუთერანის ეკლესიამ საკუთარი სამლოცველო მუსლიმ მორწმუნეებს დაუთმო.

როგორც „ბიბისი“ წერს, რამადანის დასრულების აღსანიშნავად, მუსლიმი მოსახლეობა, როგორც წესი, ერთად იკრიბება და ლოცვებს ესწრება, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლევანდელი დღესასწაული განსხვავებულია.