ბერლინში კოვიდრეგულაციები გამკაცრდა
ბერლინში კოვიდრეგულაციები გამკაცრდა

ბერლინში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები გამკაცრდა.

მედიის ცნობით, ამიერიდან, არავაქცინირებული პირები ვეღარ შევლენ რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, გალერეებში და ვეღარ დაესწრებიან კონცერტებს. ამ ადგილებში შესასვლელად მხოლოდ ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, ვირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საკმარისი აღარ იქნება. ეს შეზღუდვა ასევე იმოქმედებს საცურაო აუზებზე, არავაქცინირებული ადამიანები ვეღარც ბოტანიკურ ბაღებსა და ზოოპარკში შევლენ, ასევე ვერ ისარგებლებენ სილამაზის სალონებით.

შეზღუდვა არ ვრცელდება 18 წლამდე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციაზე უარი ეთქვათ. მათთვის „კოვიდ-19“-ის ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საკმარისი იქნება.

გერმანიაში შეზღუდვები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა.

დატოვე კომენტარი