ბერლინში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალეს
ბერლინში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალეს

ბერლინში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, რომლებმაც აგვისტოს დასაწყისში ბერლინში 20 000 დემონსტრანტი შეკრიბეს, კვირის ბოლოს ბერლინში კიდევ ერთი მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.

ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორმა, ანდრეას გეიზელმა განაცხადა, რომ პირველ აგვისტოს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განზრახ არ გაითვალისწინეს სოციალური დისტანცირებისა და პირბადეების ტარების რეგულაციები. გეიზელის თქმით, აქციის აკრძალვა არა  შეკრების თავისუფლების აკრძალვას, არამედ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებას ემსახურება.

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ს სულ 9 280 ადამიანი ემსხვერპლა.