ბერლინში, კორონავირუსის ახალი კერის გამო, 300-მდე საცხოვრებელი სახლი კარანტინშია
ბერლინში, კორონავირუსის ახალი კერის გამო, 300-მდე საცხოვრებელი სახლი კარანტინშია

ბერლინში, ნოიკელნის რაიონში „კოვიდ-19“-ის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 300-მდე საცხოვრებელი სახლი კარანტინში მოაქციეს.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ქალაქის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში რამდენიმე კორპუსში „კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, რაიონის ნაწილში დროებით კარანტინის რეჟიმი გამოცხადდება.

დღევანდელი მონაცემებით გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8 830-ს შეადგენს. გამოვლენილი დაინფიცირების 187 184 შემთხვევა.