ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოებია წარმოდგენილი.
Weinmesee Berlin-ზე წარმოდგენილია მეღვინეობა „მახარე“, „საზანოს ღვინო“, „ბაიას ღვინო“, „ზაალ ლილუშვილის მარანი“, მეღვინეობა „ფერსვი“, „თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო“ და „გაიოზ სოფრომაძის ღვინო“.
ქართველი მეღვინეების მონაწილეობა გამოფენაში DMO Imereti-ს ორგანიზებით შედგა.
DMO Imereti-ის ორგანიზებით ღვინის კომპანიები იმერეთის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობენ.