ბერლინში გააუვნებელყვეს ამანათი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო
ბერლინში გააუვნებელყვეს ამანათი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო

ბერლინში გააუვნებელყვეს ამანათი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. ამანათი ხელოვნების პალატაში მიიღეს.

პალატის თანამშრომლებმა ამანათი გახსნეს და შიგნით საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რომელსაც ელექტროსადენები ჰქონდა. ამის შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა შენობის ევაკუაცია განახორციელეს და საფრთხის შემცველი ამანათი გააუვნებელყვეს.

გერმანიის დედაქალაქის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ბერლონში არაერთი საშიში ამანათი მიიღეს.

12 იანვარს ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღეს ერთ-ერთ ბანკში. ანალოგიური შემთხვევა მოხდა პოსტდამში, სადაც საფოსტო გზავნილი აფთიაქში მიიღეს. არის თუ არა ეს შემთხვევები ერთმანეთთან კავშირში ჯერ უცნობია.