ბერლინში ეკოაქტივისტებმა სახელისუფლებო დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტეს
ბერლინში ეკოაქტივისტებმა სახელისუფლებო დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტეს

ბერლინში ეკოაქტივისტებმა მდინარე შპრეეზე ერთ-ერთი ხიდი გადაკეტეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ასობით აქტივისტი დემონსტრაციას გერმანიის დედაქალაქის სახელისუფლებო რაიონში მართავს. ხიდი, რომელიც დემონსტრანტებმა გადაკეტეს, დედაქალაქის დანარჩენ ნაწილს სახელისუფლებო დასახლებასთან აკავშირებს.

მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ“, წევრები რომლებიც გერმანიის დედაქალაქში მანიფესტაციებს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მართავენ, ხელისუფლებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გაცილებით აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

დემონსტრაციების გამო „დიდი ვარსკვლავის“ მოედანი უკვე მესამე დღეა გადაკეტილია. აღნიშნული მოედანი კი ბერლინის სატრანსპორტო გადაადგილების მხრივ საკვანძო ადგილია.