ბერლინში ავტომობილი ტროტუარზე ავარდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი
06.09.2019, Berlin: An einem zerstörten Auto halten Polizisten ein Plane. In Berlin-Mitte sind bei einem schweren Verkehrsunfall vier Menschen getötet worden. Ein Auto war an der Ecke Invalidenstraße und Ackerstraße auf einen Gehweg gefahren. Dort sollen sich Menschen befunden haben. Foto: Britta Pedersen/dpa +++ dpa-Bildfunk +++
ბერლინში ავტომობილი ტროტუარზე ავარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია.
ინციდენტი გერმანიის დედაქალაქის ცენტრში, მიტეს რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა.
როგორც გამოცემა „შპიგელი“ ბერლინის პოლიციის პრესმდივანზე დაყრდნობით წერს, მომხდარის შედეგად ასევე დაშავებულია სამი ადამიანი, მათგან ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლია.
სამართალდამცველების ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილის მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.