ბერლინში ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ინციდენტის გამო ორგანიზატორებმა პრაიდის აღლუმი გააუქმეს
ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე” წერს.
ბერლინის პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე „მასშტაბური ოპერაცია“ მიმდინარეობს და მოქალაქეებს ტიერგარტენის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
მიმდინარეობს გამოძიება.