ბერლინში ათასობით ადამიანმა საზოგადოებრივი სოლიდარობისთვის აქცია გამართა
ბერლინში ათასობით ადამიანმა საზოგადოებრივი სოლიდარობისთვის აქცია გამართა

ბერლინში ათასობით ადამიანმა აქცია გამართა საზოგადოებრივი სოლიდარობისთვის. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დემონსტრანტები სიღარიბესთან და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ღირსეული სამუშაო პირობების, კლიმატის და ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვიდნენ.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მონაწილეებს პოლიტიკაში განსხვავებული პრიორიტეტების ხილვა სურთ. მისი თქმით, აუცილებელია კლიმატური კრიზისის თანმიმდევრული გადაწყვეტა და სოციალური სამართლიანობის დაცვა, ხოლო რასიზმი და ჰომოფობია მკაცრად დასჯადი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ სამ კვირაში გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი