ბერლინში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით
ბერლინში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პოლიციის ცნობით, დემონსტრაციაში 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომიტინგეთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებდა.
აქტივისტებმა მოუწოდეს გერმანიის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდება.
დემონსტრანტების ნაწილი ამბობს, რომ ღაზის სექტორში პალესტინელების გენოციდი ხდება. აქტივისტებს ხელში ეჭირათ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერებით „ბოიკოტი ისრაელს“ და „თავისუფლება ღაზას“.
მიტინგის მონაწილეებმა ბერლინის სატელევიზიო ანძიდან ტოერგარტენის პარკამდე მარშით ჩაიარეს. ბერლინში ასევე შეიკრიბნენ ისრაელის მომხრეებიც. შედარებით მცირერიცხოვან აქციაზე ისმოდა სლოგანები „ვისაც თავისუფლება სურს, ომს არ იწყებს“.
როგორც ცნობილია, გერმანიის ხელისუფლება არ შეუერთდა საფრანგეთს, დიდი ბრიტანეთს, კანადას, ავსტრალიას და სხვა ევროპულ სახელმწიფოების რიცხვის და ამ ეტაპზე უარი თქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისგან.