ბერლინის სკოლაში განხორციელებული ევაკუაცია ცრუ განგაში აღმოჩნდა
ბერლინის სკოლაში განხორციელებული ევაკუაცია ცრუ განგაში აღმოჩნდა

ბერლინის სკოლაში განხორციელებული ევაკუაცია ცრუ განგაში აღმოჩნდა. შენობის დეტალურად დათვალიერების შემდეგ პოლიციას საეჭვო არაფერი აღმოუჩენია.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციაში შევიდა ზარი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე ორი საეჭვო პირის შესვლის შესახებ იუწყებოდა.

ვრცელდებოდა ცნობა, რომ ისინი შეიარაღებულები იყვნენ. შედეგად სამართალდამცველებმა სკოლის ტერიტორიაზე ევაკუაცია განახორციელეს.

ოპერაციაში მონაწილეობა 250-მა სამართალდამცველმა მიიღო. მათ შორის იყვნენ სპეცრაზმის წარმომადგენლებიც.