ბერლინის რკინიგზის სადგურთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი გააუვნებელყვეს
ბერლინის რკინიგზის სადგურთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი გააუვნებელყვეს

ბერლინის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი წარმატებით გააუვნებელყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოპერაციის გამო საჭირო გახდა ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან, ეკონომიკის სამინისტროდან, ბერლინის მუზეუმიდან და ასაფეთქებელი მოწყობილობისგან 800 მეტრის რადიუსში მდებარე სხვა შენობებიდან ხალხის ევაკუაცია. ამას გარდა, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით შეწყდა სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.

500 კილოგრამის წონის ბრიტანული ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს მიმდინარე კვირის დასაწყისში აღმოაჩინეს.