ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ჰოლოკოსტის მემორიალთან თავდასხმის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაიჭრა
ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ჰოლოკოსტის მემორიალთან თავდასხმის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაიჭრა

ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ჰოლოკოსტის მემორიალთან თავდასხმის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაიჭრა.

მათივე ცნობით, თავდასხმა ცივი იარაღით განხორციელდა. დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მედიკოსები ეხმარებიან „რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ეს მოვლენები საკუთარი თვალით იხილეს“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალურ მიწა ბრანდენბურგში, რომელიც ბერლინს ესაზღვრება, დააკავეს რუსეთის 18 წლის მოქალაქე. ის პოლიტიკური მოტივით მძიმე ძალადობრივი დანაშაულის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ბრანდენბურგის პოლიცია იუწყება.

ეჭვმიტანილი 20 თებერვალს დამე-შპრეეველდის რაიონში ფედერალური პოლიციის, ბრანდენბურგის მიწის სისხლის სამართლის საქმეთა უწყების თანამშრომლების, ბერლინის პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. მედიის ცნობით, საქმე ეხება პოტსდამში მცხოვრებ ჩეჩენს, ხოლო მისი თავდასხმის, რომელიც ისლამისტური მოტივებით იყო განპირობებული, სამიზნე უნდა ყოფილიყო ბერლინში ისრაელის საელჩო.