ბერლინის კინოფესტივალზე ქართულ ფილმ „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა
ბერლინის კინოფესტივალზე ქართულ ფილმ „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა, ინფორმაციას ამის შესახებ კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმი სექცია „პანორამაში“ იყო წარმოდგენილი. ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, სექცია თამამი და არაორდინარული ფილმებისთვის, რომელიც არსისა და ვიზუალური ესთეტიკის ჩარჩოებს აფართოებს.

„ჰორიზონტი“ ყოფილი ცოლ-ქმრის ანასა და გიორგის ისტორიაზე გვიამბობს. ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის დაშორების პროცესი, ერთი შეხედვით, ჩუმად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აფექტი და შოკი თითქოს გადალახულია, შეგუების პროცესი კი დროში გაწელილი. მათ ირგვლივ მრავლად არიან მეგობრები, მეზობლები, გვერდში მდგომი ადამიანები და უბრალოდ სეირის მაყურებლები.

არსებული რეალობა რთული აღმოჩნდება გიორგისთვის, რომელიც არ ეგუება მოცემულობას და სჯერა, რომ სიყვარული მარადიულია.

საქართველოსა და შვედეთის ერთობლივ ფილმში ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოქროშიძე მონაწილეობენ.