ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი გავიდა
ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი გავიდა

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად გერმანიის დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ოფიციალური ცერემონია, რომელსაც კანცლერი, ანგელა მერკელი უძღვება დედაქალაქში უკვე დაიწყო. ღონისძიება კულმინაციას საღამოს საათებში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან მიაღწევს, სადაც გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერი სიტყვით გამოვა. ცერემონიას სლოვაკეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ლიდერები დაესწრებიან. 9 ნოემბრამდე კი ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავი მთელი კვირის განმავლობაში რიგი ღონისძიებებით აღინიშნებოდა.

1989 წლის 9 ნოემბერს ნაგებობის თავზე მოექცნენ, რათა ჩაქუჩებით გაენადგურებინათ კომუნისტური დასავლეთისა და კაპიტალისტური აღმოსავლეთის გამყოფი კედელი. ამას წინ უძღვოდა მასობრივი დემონსტრაციები, რომლის შემდეგაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დასავლეთ ბერლინთან შეზღუდვები მოხსნ ა. აღნიშნული დღიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა სასაზღვრო ნაგებობა დაინგრა და დარჩა მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი – ომის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო. დღეს ეს რეგიონი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობაა.

კედლის მშენებლობა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყეს. ამ დღიდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე 155-კილომეტრიანი კონსტრუქცია თაობებისთვის იდეოლოგიური და ფიზიკური დაყოფის სიმბოლო იყო.