ბერლინის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
ბერლინის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

ბერლინის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მახლობლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს.

როგორც გერმანული მედია წერს, ასაფეთქებელი მოწყობილობის განადგურება ტრანსპორტის მუშაობას შეაფერხებს.

ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. მისი გაუვნებელყოფა 20 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზეა დაგეგმილი. ამისთვის კი მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება.

გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს, დეტონაცია ბერლინის რკინიგზის სადგურის მუშაობას შეაფერხებს, კერძოდ გადაიდება შიდა საერთაშორისო რეისები, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით შეწყდება სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ამას გარდა, საჭირო იქნება ადგილობრივი საავადმყოფოებიდან ხალხის ევაკუაცია.