ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ
ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა ფრენა ბერლინიდან, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 139 მოქალაქე დაბრუნდა.

რეისი განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით. მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.

მგზავრების ის ნაწილი, რომელთაც მომატებული ტემპერატურა არ აღმოაჩნდათ, საკარანტინო ზონებში გადაჰყავთ.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.