ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა
ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინი-თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 183 მოქალაქე დაბრუნდა.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი გადაყვანილ იქნენ სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

„14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუმებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4909 ადამიანია განთავსებული“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.