ბერლინი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 137 მოქალაქე დაბრუნდა
ბერლინი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 137 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისი შესრულდა. სპეცრეისით სამშობლოში ამჯერად საქართველოს 137 მოქალაქე დაბრუნდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოსულმა მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6 277 ადამიანია განთავსებული.