ბერლინალე 2018-ის ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობა ცნობილია
ბერლინალე 2018-ის ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობა ცნობილია

ბერლინალე 2018-ის ჟიურის წევრთა სრული შემადგენლობა ცნობილია. ინფორმაციას ბერლინალეს ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

ბერლინალეს გამარჯვებულს წელს გამოავლენენ პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრენსი, იაპონელი კომპოზიტორი რუიჩი საკამოტო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და რეჟისორი ჩემა პრადო.

ჟიურის თავმჯდომარე კი Run Lola Run, Cloud Atlas-ისა და A Hologram for the King-ის რეჟისორი ტომ ტიკვერი იქნება.

„ბერლინალე ყოველთვის იყო ჩემი ფავორიტი კინოფესტივალი, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიხარია, რომ ამჟამად აქაურობას როგორც ჟიურის თავმჯდომარე ისე ვეწვევი“, – განაცხადა ტიკვერმა.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.