ბერიძეს გენტი არ უშვებს – ქართველს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს

09:37, 20.07.2019
„დიდი ალბათობით, გიორგი ბერიძე „გენტის“ საევროპალიგო განაცხადში მოხვდება და ახალ კონტარქტს გააფორმებს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენჯერი ლაშა ჯაკობია.
 
უეფამ ევროპის ლიგიდან ბელგიის თასის მფლობელი „მეჰელენი“ მოხსნა, რომელსაც ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ბრალად მატჩის ჩაწყობა წაუყენა. მის ნაცვლად კი ფინალისტი „გენტი“ ითამაშებს, სადაც სამი ქართველი გამოდის – გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე.
ბოლო ორი თამაშია, რაც „გენტში“ არე ერთი ქართველი აღარ ჩანს – ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და მისი ამბავი ცნობილია. მაგრამ უცნობი იყო, უნგრული „უიპეშტიდან“ ახლახანს დაბრუნებული ბერიძე (რომელმაც პირველ 4 საკონტროლო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა) და ქვილითაია მოედანზე რატომ აღარ ჩნდებოდნენ.
„ორივეს მცირე ტრავმა აწუხებდა. მაგრამ სერიოზული არაფერია. ბერიძემ უკვე ივარჯიშა და ხვალ ფრანგულ „რეიმსთან“ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, ხუთშაბათს კი დიდი ალბათობით, „გენტს“ ევროპის ლიგაზე დაეხმარება. მან საკონტროლო შეხვედრებში დაამტკიცა, რომ „გენტში“ სათამაშოდ მზადაა. მწვრთნელსა და პრეზიდენტს მოწონთ, მასში დიდი პოტენციალს ხედავენ და მისი იჯარით გაშება აღარ სურთ. გიორგის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს და მოლაპარაკება მალე დასრულდება“ – ამბობს ჯაკობია.

მსგავსი