ბერიაშვილმა შარხანს მოუგო, თუშიშვილი, ინანეიშვილი და ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემს გამოეთიშნენ #1TVSPORT
ბერიაშვილმა შარხანს მოუგო, თუშიშვილი, ინანეიშვილი და ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემს გამოეთიშნენ #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გარნდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთგანაც მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ სამი განაგრძობს.

100 კგ-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში იჭიდავებს გიორგი ბერიაშვილი. ქართველმა ყაზახ შარხანს იპონით მოუგო.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ კოცოევთან დამარცხდა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

ასევე უმედლოდ დატოვეს ტურნირი მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა. გურამი იპონით იაპონელ ოტასთან დამარცხდა, ინანეიშვილს კი უზბეკმა იუსუპოვმა დამატებით დროში ვაზარით სძლია.

პარიზში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.