ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ილია ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები გამოცემა Csakfoci-მ დაასახელა.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ილია ბერიაშვილის მტკ სტუმრად დავით კობოურისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, 8.4 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა ბურთი სამჯერ ცარიელი კარიდან გამოიტანა და გუნდი გადაარჩინა. ტურის სიმბოლურ გუნდში, ქართველ მცველთან ერთად, მისი თანაგუნდელი არტურ ჰორვატიც დაასახელეს.

„ილია ბერიაშვილი თავისი გუნდის დაცვის ლიდერი იყო, მან ბურთი საჯარიმოდან 10-ჯერ გამოიტანა და 3-ჯერ გადაეღობა სახიფათო შეტევას. ასევე ეფექტური იყო ჰაერში ორთაბრძოლების დროს“, – ასე დაახასიათა უნგრულმა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელის თამაში.