ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზიანებული ბინები ეტაპობრივად აღდგება
ოჯახები, რომელთა ბინებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას სრულად განადგურდა, სახლებში დაბრუნებას ოთხ თვეში შეძლებენ, – ამის შესახებ ისანი-სამგორის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშოები ეტაპობრივად დასრულდება. გამგებლის თქმით, მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ბინებში უკვე დაბრუნდა, ხოლო ორ თვეში დასრულდება იმ ორი ბინის რეაბილიტაცია, რომელიც შედარებით მსუბუქად დაზიანდა.
რა დაუჯდება დედაქალაქის მთავრობას საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაცია, ამ დროისთვის უცნობია. გამგებლის თქმით, ფინანსური დოკუმენტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.