ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

00:19, 28.01.2020

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ განუცხადეს.

მამაკაცი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში რჩება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შემთხვევის შედეგად, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილია 70 წლის დაშავებული მამაკაცი პოლიტრავმით. მისი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი იმყოფება გადაუდებელ დეპარტამენტში. ამ ეტაპზე მას უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვების ქვეშაა და როცა გახდება კვლევების შედეგი ცნობილი, გადაწყდება შემდეგი ტაქტიკის საკითხი“, – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა ლელა წარიამ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მისი ბაბუა კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი მანქანა დაეჯახათ.

მსგავსი