ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ სკვერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

23:54, 07.11.2017

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სავარაუდოდ, ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი