ბერძნული საინფორმაციო სააგენტო - ნინუა სალონიკში ჩამოვა და პაოკ-ის ფეხბურთელი გახდება
ბერძნული საინფორმაციო სააგენტო - ნინუა სალონიკში ჩამოვა და პაოკ-ის ფეხბურთელი გახდება

ნიკა ნინუა 13 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება და სალონიკის პაოკ-თან კონტრაქტს გააფორმებს – ინფომაციას ბერძნული საინფორმაციო სააგენტო SDNA ავრცელებს.

პაოკ-ის ახალი შენაძენი ნიკა ნინუაა. 21 წლის ქართველ ნახევარმცველს სალონიკში ელიან და ნიკა ნინუა გუნდის წევრი გახდება. გავრცელებული ცნობებით, პაოკ-მა და ნიკა ნინუამ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. თესალონიკელები ინვესტიციას დებენ თბილისის „დინამოს“ 21 წლის ლიდერში, რომლის ტრანსფერითაც რუსეთისა და თურქეთის გუნდები ინტერესდებოდნენ” – წერია საინფორმაციო სააგენტო SDNA-ს ცნობაში.

გამოცემის ინფორმაციით, ნინუას ტრანსფერი კლუბშიც დაადასტურეს.

„მხარეებს შორის შეთანხმება რომ მიღწეულია, ეს SDNA-ს ოფიციალურად პაოკ-შიც დაუდასტურეს და გვითხრეს, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი „დიკეფალოს“ (გუნდის ზედმეტსახელია) ფეხბურთელად მიიჩნევა. ნინუას სალონიკში 13 აგვისტოს ელიან. საღამოს შეთანხმების ოფიციალური ნაწილი დასრულდება და მას გუნდის წევრად გამოაცხადებენ“, – წერია საინფორმაციო სააგენტო SDNA-ს ცნობაში.