ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათონის მთაზე ხანძარია
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათონის მთაზე ხანძარია

ათონის მთაზე ხანძარი მძვინვარებს, – ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

ადგილზე გაგზავნილია ავიაცია და 40 სახანძრო ბრიგადა. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი ბერების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გაჩნდა. როგორც მაშველები ამბობენ, ხანძრის ადგილთან მისვლა საკმაოდ რთულია, რაც მის ჩაქრობას აფერხებს.

საბერძნეთში აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე ტყეებში 500-მდე ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.